სპეკულაცია გარდაცვლილი მსახიობით - კახი კავსაძის სკამი "ოცნების" პრეზენტაციაზე

20.07.21 20:41
სპეკულაცია გარდაცვლილი მსახიობით  - კახი კავსაძის სკამი "ოცნების" პრეზენტაციაზე

"ქართულმა ოცნებამ" ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის სახელი საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა. პარტიულ პრეზენტაციაზე სკამს მისი სახელი და გვარი ეწერა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მის ღონისძიებებს მსახიობი მუდამ ესწრებოდა.

შეამჩნევდით, რომ აქ პირველ რიგში ერთი სკამი ცარიელია, გამორჩეული თბილისელის კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა ჩემს ღონისძიებებს", - თქვა კალაძემ.