"ვისაც ჰგონია, სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ..." - რას წერს ელისო ბოლქვაძე
ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ..." - "ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ყველას, ვინც შეტყობინებებს უგზავნის დასჯით ემუქრება.
ბოლქვაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ, რათა დამცავი მექანიზმები შემუშავდეს.
"იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!
დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა!
კანონი ითვალისწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით!
საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში" - წერს "ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე.
გუშინ "ოცნების" დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში ფოტო-სქრინები გამოაქვეყნა და ამბობდა, რომ მოქალაქეები წყევლიან და აგინებენ.