აღმოჩენილია თემურ აბაზოვის დიდძალი ქონება - სად დანიშნეს კაცი, რომელმაც ივანიშვილის გინების გამო მოქალაქეს სახე შარდით დააბანინა

08.06.24 20:41
აღმოჩენილია თემურ აბაზოვის დიდძალი ქონება - სად დანიშნეს კაცი, რომელმაც ივანიშვილის გინების გამო მოქალაქეს სახე შარდით დააბანინა

აღმოჩენილია თემურ აბაზოვის დიდძალი ქონება - კაცი, რომელმაც საჯარო ბრალდების თანახმად, ივანიშვილის გინების გამო მოქალაქეს სახე შარდით დააბანინა, დედაქალაქის ცენტეში სასახლეს იშენებს. 

უფრო კონკრეტულად, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული აბაზოვი, რომელიც სასამართლომ გაამართლა, ახლა ვეძისში თეთრ სასახლეს იშენებს. მის სახელზე გაჩნდა "ტესლას" ბრენდის ორი მანქანა გაჩნდა.

მეტიც, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული თემურ აბაზოვი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშნეს. 

აჯილდოებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი სახელით მოძალადეებს დიდი ფულით? - დეტალები თამთა დოლენჯაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები