ოკუპირებული ცხინვალის არაღიარებული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს
ოკუპირებული ცხინვალის არაღიარებული რეჟიმი ეგრედწოდებულ საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები დილიდან გაიხსნა მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც. პროცესში, რომლის ლეგიტიმაციაც წინასწარვე სადავოა, ჯამში 7 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას. დაწესებულია ბარიერიც. იმისთვის, რომ პარტია ეგრედწოდებულ პარლამენტში მოხვდეს, მას 7%-ანი ბარიერის გადალახვა მოუწევს.
კიდევ ერთი პირობის მიხედვით კი არჩევნების ცნობისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეობა 50 პროცენტს პლუსს ერთმა მომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა. საარჩევნო სიებში ჯამში 29 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი არ მისცეს პარტია "სამართლიანობისთვის". ამ პარტიის ლიდერებს დავით სანაკოევს, გარი მულდაროვსა და ძამბოლათ მედოევს რუსეთმა ცოტა ხნის წინ მოქალაქეობა ჩამოართვა.