თუ სავიზო შეზღუდვა არ იქნება საკმარისი, იმისთვის, რომ "ოცნება" გონს მოვიდეს, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება - აქუბარდია
თუ სავიზო შეზღუდვა არ იქნება საკმარისი, იმისთვის, რომ "ოცნება" გონს მოვიდეს, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ავოტირიტარული ქვეყნების ჯგუფისკენ მიჰყავს, რაც უარყოფით გავლენას ხალხზეც იქონიებს.
თუ გადახედავენ იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან სანქცირებულები, ძალიან კარგად ნახავენ, რომ ავტორიტარული ქვეყნების ჯგუფში მივყავართ მათ. შესაბამისად, სამწუხაროა, რომ ამ დონის უვიცობასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროა, რომ საკუთარი შოფინგის იქით ისინი ვერ იხედებიან და ვერ ხვდებიან, რა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ქართველი ხალხი და ქვეყანა. თუ სავიზო შეზღუდვა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გონს მოვიდნენ, ამას მოჰყვება კიდევ უფრო მძიმე ვითარება არა მხოლოდ მათი ფინანსური დასანქცირების, არამედ მათ შორის, იზოლაციის ცივილიზებული დასავლეთისგან და როდესაც ამას ვერ და არ ხვდებიან და ქვეყანა შეგნებულად მიჰყავთ ავტორიტარული ქვეყნების კლუბში, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი მათ შორის ხალხისთვის, - ამბობს აქუბარდია.
ამერიკის შემდეგ "ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე უკვე ბრიტანეთიც ალაპარაკდა. წინ 26 ივნისი და ევროპული საბჭოს სამიტიაა, სადაც ასევე რუსული კანონის მიმღები საქართველოს ხელისუფლების შესახებ იმსჯელებენ. საქართველოში მოქმედი ევროპული ორგანიზაციები პარტნიორებს მოუწოდებენ, რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების წინააღმდეეგ სანქციები აამოქმედონ.