"ოცნება" დასავლური სამყაროსთვის პოლიტიკური კეთროვანია - დავით ბერძენიშვილი

09.06.24 11:22
"ოცნება" დასავლური სამყაროსთვის პოლიტიკური კეთროვანია - დავით ბერძენიშვილი

"ოცნება" დასავლური სამყაროსთვის პოლიტიკური კეთროვანია , - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, სანქციები, რომელიც აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წამოიწყო, ევროპაშიც გაგრძელდება. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი "ოცნებაზე" შეტევას გააღრმავებს და არ დაუშვებს, რომ ქართველი ხალხი რუსულ ორბიტაზე აღმოჩნდეს. 

ეს ადამიანები სულ უფრო და უფრო ლაპარაკობენ ისეთ ტექსტებს, რომ უკან დასახევი გზა არ ჰქონდეთ. ეს არის სწორედ ივანიშვილის სტილი. ამერიკაში დაიწყო, ევროპაში გაგრძელდება, ბრიტანეთი, კანადა, მთელი დასავლური სამყაროსთვის ესენი იქნებიან უკვე პოლიტიკური კეთროვანები  და ამიტომ არიან ასე გაღიზიანებულები. იმდენჯერ უთხრეს და გააფრთხილეს ოკეანეს გაღმა-გამოღმა, რომ არ გეხუმრებითო და არის ახლა შეტევა სენატიდან, წარმომადგენელთა პალატიდან. ბუნებრივია, ეს შეტევა გაღრმავდება და არავინ დაუთმობს ქართველ ხალხს რუსული ორბიტის ადგილობრივ სატელიტებს. ლუკაშენკო არ გამოვა საქართველოში, - ამბობს დავით ბერძენიშვილი. 

ამერიკის შემდეგ "ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე უკვე ბრიტანეთიც ალაპარაკდა. წინ 26 ივნისი და ევროპული საბჭოს სამიტიაა, სადაც ასევე რუსული კანონის მიმღები საქართველოს ხელისუფლების შესახებ იმსჯელებენ. საქართველოში მოქმედი ევროპული ორგანიზაციები პარტნიორებს მოუწოდებენ, რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების წინააღმდეეგ სანქციები აამოქმედონ. 

მსგავსი სიახლეები