ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ოკუპანტ რუსეთთან სასაზღვრო მიმოსვლას ამარტივებს

09.06.24 11:47
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ოკუპანტ რუსეთთან სასაზღვრო მიმოსვლას ამარტივებს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ოკუპანტ რუსეთთან სასაზღვრო მიმოსვლას ამარტივებს. ასლან ბჟანიას არაღიარებულ მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ მალე საგუშაგოები საერთოდ გაუქმდება და რუსეთიდან საქართველოს დროებით ოკუპირებულ მიწაზე გადმოსვლა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა პეტერბურგში განაცხადა, სადაც ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. ბჟანია ადასტურებს, რომ პუტინის რეჟიმთან ამ საკითხისს შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრების გადაკვეთას, მაგრამ დროთა გნამვალობაში მე ველოდები, რომ ურთიერთობები იქამდე მივა, რომ არ იქნება გამშვები პუნქტი. იქნება საზღვარი, მაგრამ საგუშაგო საბოლოოდ, ზედმეტი გახდება, - თქვა ბჟანიამ.

სასაზღვრო მიმოსვლა რომ გამარტივებულია, ამაზე მეტყველებს ის კადრებიც, რომელიც დროებით ოკუპრებული ტერიტორიიდან ვრცელდება. ირკვევა, რომ ფსოუზე საზღვრის გაფართოება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბოლო დღეებში ასლან ბჟანია ჩეჩნეთშიც იმყოფებოდა, სადაც რამზან კადიროვს შეხვდა.

მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ლიდერი ნუკრი ნოდია ამბობს, რომ რუსეთი დროებით ოკუპრებული აფხაზეთის ანექსიას სულ უფრო აქტიურად ცდილობს, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. 

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიას და ეს პროცესი სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთდებს, რომ ეს პროცესები შეაკავოს საერთაშორისო ტანამეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით. ნაცვლად ამისა, ჩვენი სრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არიან ძირითადი გარანტორები არაღაირეის პოლიტიკის, შერაცხეს მტრად. მეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნად, ისინი არაფერს აკეთებენ და ჩვენ ყველა, საზოგადოება გარეთ ვდგავართ და ვაპროტესტებთ ამ რუსულ რეჟიმს. რა თქმა უნდა, რუსეთი გააგრძელებს ამ პოლიტიკას და ეს მათი მონური დამოკიდებულება, რომელსაც ატარებს ხელისუფლება, მათ ინტერესებში შედის, - ამბობს ნოდია. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ თბილისს საკითხზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები