"მიბრძანდით რუსეთში!" - ირაკლი ზარქუას მოქალაქემ "მონა" და "მოღალატე" ეძახა

09.06.24 14:23
"მიბრძანდით რუსეთში!" - ირაკლი ზარქუას მოქალაქემ "მონა" და "მოღალატე" ეძახა

 

 

 

რუსული კანონის მომხრე დეპუტატ ირაკლი ზარქუას სუხიშვილების აკადემიაში "მონა და მოღალატე" ეძახეს. მოქალაქემ, რომელიც ხელისუფლების წევრს შემთხვევით შეხვდა, პირდაპირ უთხრა, რომ მის შვილებს მომავალი წაართვა და ამიტომ ქუჩაში თავისუფლად სიარულის უფლება არ აქვს. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ სოციალურ ქსელში ატვირთა. კადრებში სხვა მოქალაქეების ხმებიც ისმის, რომლებიც ასევე პროტესტს გამოხატავენ.

მონა და მოღალატე ხართ! ამ ბავშვებს უკარგავთ მთელ მომავალს. აქ საერთოდ სირცხვილია თქვენი ყოფნა. თქვენ ხართ მოღალატე, იმიტომ, რომ რუსეთს აბარებთ ქვეყანას. თქვენ ასე ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ, რომ ხართ მოღალატე. 

"ოცნების" დეპუტატმა თავის მართლება ტრადიციული რიტორიკით სცადა და თქვა, რომ მშვიდობა, რომელიც ქვეყანაშია,"ოცნების" დამსახურებაა. 

მშვიდობა რომ გაქვთ ამის დამსახურებაა. ომს ქადაგებთ? ქალბატონო, მიბრძანდით,- უთხრა ზარქუამ.

"თქვენ მიბრძანდით რუსეთში!",  - უთხრა მოქალაქემ ზარქუას. 
 

მსგავსი სიახლეები