ამბავი გასკდა - ჩინელი ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ქარხანას ააშენებენ

09.06.24 15:22
ამბავი გასკდა - ჩინელი ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ქარხანას ააშენებენ

მთავრობის სრული დუმილი - ასე პასუხობს კობახიძის უწყება სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთის ბიზნეს გეგმებს ოკუპირებულ ცხინვალში. დიდი ამბავი უკვე გასკდა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ჩინეთის დელეგაციები მათთან სტუმრად ჩავიდნენ და თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. 

მაშინ, როცა პრემიერი კობახიძე ჩინეთს მადლობებს უხდის და ანაკლიის პორტის მშენებლობასაც, სავარაუდოდ, მალე ჩინურ კომპანიებს ჩააბარებენ, ირკვევა, რომ ამ დროს ჩინელი ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ავტომობილების ასაწყობი ქარხნის გახსნით არიან დაინტერესებული.

პოლიტიკის ექსერტებისთვის უკვე ცხადი გახდა, რის გამო არ დაუჭირა მხარი ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას. პოლიტოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ ჩინეთმა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფეხქვეშ გათელა და ახლა, წესით, საქართველოს მთავრობამ ჩინეთში საქართველოს ელჩი უნდა დაიბაროს და კითხვები დაუსვას.

თუ ვინმეა დასაბარებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღეს ეს არის ჩინეთის ელჩი, მაგრამ არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯი გადადგას. არადა, ასეთი პირდაპირი ვიზიტი ცხინვალში და იქ რაღაც ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბარი, სწორედ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამას სჭირდება განცხახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და კონკრეტული ნაბიჯებიც ჩინეთთან მიმართებაში. უნდა გავაფრთხილოთ ეს სახელმწიფო, - ამბობს გიორგი რუხაძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ცხინვალში ჩინეთის ბიზნესგეგმები რუსული პოლიტიკის ნაწილია. 

სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს არის დიდი რუსული გეგმის ნაწილი, რომლის ამოცანაც არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და ყველა მისი პარტნიორის ამ პროცესში ონაწილეობის მიღებაც. და ის ამბავი, რომ მორიგ ჯერზე, სტრატეგიული შეთანხმების შემდეგაც ჩინეთმა ხმა არ მისცა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ ნულოვანია ქართული სახემლმწიფოდ და ქართული ხელისუფლების მცდელობები, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

მსგავსი სიახლეები