გადასცემს თუ არა შსს კაციტაძის უწყებას მოძალადე სპეცრაზმელების სიას? - საქმე ჩიხში შედის

09.06.24 15:50
გადასცემს თუ არა შსს კაციტაძის უწყებას მოძალადე სპეცრაზმელების სიას? - საქმე ჩიხში შედის

გადასცემს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ სპეცრაზმელების სიას, ვინც ანტირუსულ აქციაზე მოქალაქეებს არბევდა? დაუსჯელი ძალადობის საქმე ჩიხში შედის. სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სპეცრაზმელების იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მათ აქციების დაშლის დროს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი სანომრე ნიშნები. ერთადერთი გზა, რომ ძალის შესაძლო გადამეტებაში მხილებული პირები დაისაჯონ, ახლა გომელაურის უწყების ნებაა.

დაზარალებულთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ საქმე აბსურდამდე მივიდა და არავინ არავის დასჯის.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შედეგის გარეშე მიმდინარეობს ეს გამოძიება. ჩემთვის როგორც ნობილია და პირადისაუბრებიდან რაც ვიცი, ელოებიან, მიმართეს შსს-ს, რომ მიიღოს ინფორმაცია. კაციტაძის უწყებას აქვს საშუალება, რომ გამოიძიოს, მოითხოვოს, მაგრამ რამდენად გამოიყენებს, ამაზე პასუხი თვითონ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს. მაგრამ, ახლა ვერტიკალის გადატანა ერთმანეთზე, ამან არ მომცა, ეს ვერ მეხმარება, მაშინ ისმის საკითხი, რისთის არის ეს ორგანო შექმნილი. საერთოდ არ განვიხილავ, რომ კაციტაძის უწყება კი არა, საერთოდ, სახელმწიფო რაიმე ნაბიჯს გადაგამს ამ  მოძალადეების დასასჯელად, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

იურისტები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში  ყველა სამართლებრივ რესურსს ამოწურავენ, საქმეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანენ.

მსგავსი სიახლეები