მოვუწოდებთ "ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით - ბაიდენი და მაკრონი
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით - აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ბაიდენის და მაკრონის განცხადებას თეთრი სახლი აქვეყნებს.
"შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის მთელი მოსახლეობის საკეთილდღეოდ," - წერია განცხადებაში.