"სერიოზული რეპუტაციული ზიანია" - თენგიზ ფხალაძე საქართველოს მთავრობის დასანქცირებაზე

09.06.24 17:38
"სერიოზული რეპუტაციული ზიანია" - თენგიზ ფხალაძე საქართველოს მთავრობის დასანქცირებაზე

"სერიოზული რეპუტაციული ზიანი, - ასე აფასებს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ფხალაძე აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობის დასანქცირებას. ექსპერტი ფიქრობს, რომ აშშ-ს შემდეგ საქართველოს სანქციებს სხვა ქვეყნებიც ადუწესებენ. 

ასეთ რთული ვითარება ჩვენს პარტნიორებთან არასდროს გვქონია. როდესაც აშშ აწესებს სანქციებს, ეს არ არის მხოლოდ ამერიკაში დასასვენებლად წასვლის შეზღუდვა. ამას ძალიან სერიოზული შედეგები აქვს. ჯერ ერთი, ამას, როგორც წესი, სხვა ქვეყნებიც იზიარებენ ხოლმე. ეს არ არის მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვა, ეს არის ძალიან სერიოზული რეპუტაციული ზიანი, რომელსაც აუცილებლად გაიზიარებენ სხვა ქვეყნები და ძალიან სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის, რომ საქართველოს თანამდებობის პირები იქნებიან დასანქცირებულები, - ამბობს თენგიზ ფხალაძე. 

მსგავსი სიახლეები