ჩინური კომპანიები ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში არიან მხილებულნი - რა ბიზნესგეგმები აქვთ ცხინვალში?

09.06.24 18:52
ჩინური კომპანიები ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში არიან მხილებულნი - რა ბიზნესგეგმები აქვთ ცხინვალში?

 

 

ჩინური კომპანიები ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში არიან მხილებულნი. მთავრობის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ქვეყნიდან დელეგაციები ოკუპირებულ ცხინვალში ჩადიან და ბიზნეს გეგმებს ალაგებენ. დიდი ამბავი უკვე გასკდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თავად აღიარეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლა კვაისის ტყვია-თუთიის საბადო და ავტომშენებელი ქარხნის მოწყობაა. ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს ისიც დაადასტურა, რომ საქართველოს მიტაცებულ მიწებზე ირანის დელეგაციებს მასპინძლობენ. 

რიოგორ ესმის ჩინეთს მეგობრობაა და სტრატეგიული პარტნიორობა? საქართველოს მთავრობა ანაკლის პორტს სწორედ ჩინურ კომპანიას აბარებს, ამ დროს კი გაეროსს მიერ შემუშავებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ჩინეთმა ზურგი შეაქცია. კობახიძე მაინცც ჩინელებსს ემადლიერება. არადა, ამ დროს ფაქტია, ორი ქვეყნისს მეგობრობაში მტრული ბზარებია გაჩენილი. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები