"სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება" - აშშ-ს ბოლო გაფრთხილებები "ოცნებას"
ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი "ქართულ ოცნებას" ბოლო გაფრთხილებას აძლევენ. მსოფლიოს ორი გავლენიანი ლიდერი ივანიშვილის პარტიას მოუწოდებს, დააბრუნონ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე. ამის იქით უკვე აღარაფერია. ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დღეს, ფაქტრობივად, თქვეს, რომ რუსული კანონის მიღებით ქვეყანაა ნატოს და ევროკაშირს დაშორდა. ისედაც სანქციებში მოქცეული "ქართული ოცნებისთვის" ეს ბოლო შანსი და ფინალური გაფრთხილებაა.
ივანიშვილის პარტიის განსაცდელი აქ არ მთავრდება. წინ მძიმე დღეებია. სანქციები უკვე ამოქმედებულია, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. გადამწყვეტი არჩევნები იქნება. თუ "ქართული ოცნება" ხალხის ხმას არ მოისმენს და ოქტომბერში არჩევნებს დემოკრატიულად არ ჩაატარებს, შავი სიას სარკისებური ეფექტი ექნება - გახდება კიდევ უფრო მკაცრი და კიდევ უფრო გრძელი.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.