კაციტაძის უწყება სკანდალში გაეხვა - რა მიზნით ჩავიდნენ სპეციალური საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ლონდონში?

09.06.24 20:23
კაციტაძის უწყება სკანდალში გაეხვა - რა მიზნით ჩავიდნენ სპეციალური საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ლონდონში?

 

 

 

კოკა კაციტაძის უწყება დიდ სკანდალშია გახვეული. აღმოჩენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების ლონდონში ვიზიტის ამსახველი ფოტოები. ეს ფოტოები უწყებისთვის ახლა დიდ თავის ტკივილად არის ქცეული. ბრიტანელი გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ ადამიანები, ვისაც, წესით, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დარბევაზე პასუხიმსგებელი პირები უნდა დაესაჯათ, შუაგულ ევროპაში ჩავიდნენ და დანაშაულთა ბრძოლის სააგენტოს შენობასთან ფოტოები გადაიღეს - თითქოს იქ შეხვედრები გამართეს. 

კაციტაძის უწყება ამტკიცებს, რომ თანამშრომლები ლონდონში კოლეგების გამოცდილების გასაზიარებლად გაუშვეს. იმ ცოდნის, რომელსაც, ფაქტია, ეფექტურად ვერ იყენებენ. ამ დრომდე ერთი დასჯილი სამართალდამცველიც არავის უნახავს, ვინც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს რუსული მეთოდებით სასტიკად გაუსწორდა და დაასისხლიანა. კაციტაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ სამართალდამცველების გამოკითხვაზე დაბარება უკვე დაწყებულია.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები