"მონა" და "მოღალატე" - რუსული კანონის მიმღებ კანონმდებლებს მოქალაქეებმა მოსვენება დააკარგვინეს
"მონა" და "მოღალატე" - ეს ორი ფრაზა "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის დიდ თავის ტკივილად არის ქცეული. რუსული კანონის მიმღებ კანონმდებლებს მოსვენება აღარ აქვთ. დღეს ირაკლი ზარქუას არ გაუმართლა. დეპუტატი, რომელიც მთელ იმედებს დონალდ ტრამპის ხელახალ გაპრეზიდენტებაზე ამყარებს და ამერიკული სანქციების გაუქმებას ასე ელოდება, დღეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებმა შეარცხვინეს და "მონა" ეძახეს.
"ოცნება" მოქმედებაზე უკვე გადავიდა. პიანისტი დეპუტატი ელისო ბოლქვაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ მოქალაქეები აგინებენ და წყევლიან, კანონის გამკაცრებას აანონსებს. დიდი ალბათობით, მალე "ოცნება" სამოქალაქო პროტესტსაც ახალი კანონის ჩარჩოებში მოაქცევს და "მონას" და "მოღალატის" ძახილიც დასჯადი ქმედება გახდება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.