როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ქართველ ხალხს გზა ხსნილი, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს EU-ის წევრი - ჭიაბერაშვილი

10.06.24 11:54
როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ქართველ ხალხს გზა ხსნილი, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს EU-ის წევრი - ჭიაბერაშვილი

„ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ქართველ ხალხს გზა ხსნილი, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილის ევროპარლამენტის არჩევნებზე იმყოფებოდა.

ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას და ახლა ქართველი ხალხის არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ევროპარლამენტის არჩევნებიც აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს იქითკენ, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. აქ, შვედეთში წარმატებას მიაღწიეს ზუსტად იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ურყევად განვლილი ათწლეულების განმავლობაში და კვლავაც გააგრძელებენ ბუნებრივია მის მხარდაჭერას," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.