სულ უფრო მეტად მაშფოთებს საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯები - ჯიმ რიში

21.07.21 10:25
სულ უფრო მეტად მაშფოთებს საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯები - ჯიმ რიში

"სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები", - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, ჯიმ რიშმა, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სენატორმა ჯიმ რიშმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობაც დაგმო. 

სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50 -ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს- ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. მე ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას ამ მხრივ, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების განსახილველად.

მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდით, როდესაც არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლები ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ყოველთვის ჩამოდიან ვაშინგტონში, სხვადასხვა პარტია და თითოეული მათგანი ცდილობს, ჩვენ ჩაგვრთოს და მხარე დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებში, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ ისინი ვერ აღწევენ დიდ პროგრესს“,- განაცხადა სენატორმა.