„იტყუები“, „ნაცარს აყრი საზოგადოებას“, „რატომ მეჩრებით?" - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე
„იტყუები“, „ნაცარს აყრი საზოგადოებას“, „რატომ მეჩრებით?“ „სიმართლე არ გინდა“... „მანქანა არ გემსახურებოდა?“ - ხმაური და დაპირისპირება იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
გაბერილი შტატების გამო ოპოზიცია დღეს პასუხებს „ოცნებისგან“ ითხოვდა. რომან გოცირიძის ინფორმაციით, „ოცნების“ ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური ავტომობილი ემსახურება.
კითხვებს აჩენს პარლამენტში დასაქმებულთა რაოდენობაც - რომან გოცირიძეს აინტერესებს, რა საჭიროა ამდენი თანაშემწე და დამხმარე კადრი. გოცირიძეს ოპონირებას "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა უწევდა:
120 ორგანიზაციას გაუგზავნეთ წერილები და ვეუბნებით, რამდენია შტატგარეშე და რამდენია არაშტატგარეშე და მერე ვთვლით არითმეტიკას, რომელიც გადამალულია იმ მუხლში, რომელიც ახსენეთ. დღე არ გადიოდა, რომ შტატგარეშეებით არ გაბერილიყო... ახალ-ახალი თანაშემწეები მოგყავთ 3 ათასი-7 ათას ლარიანი ხელფასებით. გაბერილია შტატგარეშეებით,“ - ამბობს გოცირიძე.
თუ გინდათ რეალური სურათის ნახვა, თქვენ გქონდათ კარგი ბერკეტი, გენახათ, როგორ მოქმედებდა თქვენი ნაციონალური მოძრაობა მაშინ. დღეს სახელმწიფო ბიუჯეტი ნომერ პირველია გამჭვირვალობით მსოფლიოში და ეს აღიარეთ და რომ გეყოთ ვაჟკაცობა, აქ ეტყოდით ფინანსთა მინისტრის წარმომადგენელს, რომ მაგარი ბიჭები ხართო, მაგრამ არ გამოვა ასე. რომ გყავთ თანაშემწე და მძოლი იმას, რომ არ იქნები შენ, არ იქნები შენ და შენი თანაშემწე, სად ჩავწეროთ? ასე ეს და ხომ იცი? მაინც სპეციალურად ლაპარაკობ, რომ ინტერპრეტაცია მიეცეს მერე,“ - ამბობს ზარქუა.