"ოცნებისთვის" უკეთესობა არ იქნება - დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე
"ოცნების" ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტიოს არჩევნების შედეგები "ქართულ ოცნებისთვის" სასიკეთო არ იქნება. მისი თქმით, პროევროპული პარტიების კოალიცია უმრავლესობაში რჩება, ამიტომ ისინი საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ შეცვლიან.
ყველაზე მძლავრი დღეს ისევ რჩება „ქართულ ოცნებასთან“ დღეს უკვე დაპირისპირებული პარტიები და ქვეყნები, რომლებიც ძალიან კრიტიკულები არიან. იმ პოლიტიკური ძალების მიერ დაკომპლექტდება კომისია, რომელიც, პრაქტიკულად, ამ ევროპული პოლიტიკის ავანგარდში არიან ბოლო წლების განმავლობაში, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირეს.
მეორე, „ქართული ოცნებისთვის“ ასევე ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამ კოალიციის მიერ არჩეული კომისიის პრეზიდენტი დიდწილად არ გადახედავს იმ პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო საქართველოს მიმართ. ასე რომ, „ოცნებისთვის“ არანაირი შედეგი, უკეთესობა მათთვის არ იქნება, იქნება ის პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ, ევროპულ ღირებულებებს. შესაძლებელია, „ოცნების“ მხარდამჭერმა პარტიამ საერთოდ ვერ მოიპოვოს ადგილი კომისიაში. მაგალითად, ფიდერზე არის ლაპარაკი, რომ შეიძლება მათ საერთოდ არ მისცენ ევროკომისიაში ადგილი, რაც მათთვის დამაზიანებელი იქნება, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ისტორიული არჩევნები შედგა. ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ისევ ევროპის სახალხო პარტია იქნება. ეგზიტპოლების მიხედვით, პროევრუპული პარტიების კოალიცია უმრავლესობაში რჩება.