ამერიკელი სამხედროების უარი ივანიშვილის ცრუ ნარატივების გამო? - რას პასუხობს პაპუაშვილი
"თუკი ვინმეს არ სურს აღნიშვნა, არ სურს, ეს ჩვენი დღე არის და ჩვენ აღვნიშნავთ, ეს არის მთავარი," - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ივანიშვილის განცხადებების შემდეგ ამერიკული სამხედროების მხრიდან 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმას.
მაშინ, როდესაც ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რუსთაველზე საგანგებოდ შეკრებილ მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის მიმართ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს, ამაზე პაპუაშვილი ამბობს, რომ "ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია".
პაპუაშვილი აშშ-ის პარტნიორულ დამოუკიდებულებას უწუნებს:
ვერ გეტყვით, არ ვიცი, ეს ისტორია რას შეეხება, 26 მაისი ეს არის ჩვენი დღე, ჩვენი დამოუკიდებლბის დღე და აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ აღვნიშნოთ ეს დღესასწაული და მნიშვნელოვანი რის თავად 26 მაისის დროს ფიცის დადების ცერემონია და ჩვენი სამხედროების მონაწილეობა. თუკი ვინმე სხვას სურს, რომ ამ დროს ჩვენთან ერთად აღნიშნოს, რა თქმა უნდა, მოხარული ვართ, რომ აღნიშნოს ჩვენთან ერთად, თუკი ვინმეს არ სურს აღნიშვნა, არ სურს, ეს ჩვენი დღე არის და ჩვენ აღვნიშნავთ, ეს არის მთავარი.
საქმე ეხება ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის ჩვენი დღე, რეომელსაც აღვნიშნავთ ჩვენ, თუკი რომელიმე მეგობარს უნდა, რომელიმე მეგობარს, რომ შემოგვიერთდეს ამ დრის აღნიშვნაში, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით, რომ შემოგვიერთდეს, თუ ვინმეს არ უნდა, ეს ჩვენი დღეა.
თუკი ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ტყვიებზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტი საკითხი არის. ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობას ვაჩვენებდით სხვანაირად ხოლმე, ჩვენ ვაჩვენებდით მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მაშინ, როდესაც ნატოს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ჰყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე, ეს არის ჩვენი მიდგომა, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
საელჩოს ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების გავრცელების ფონზე, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.