რუსული კანონზე ხმის მიცემის შემდეგ ფრიდონ ინჯია მოსკოვში გაემგზავრა და პრორუს პოლიტიკოსებს ხვდება
რუსული კანონზე ხმის მიცემის შემდეგ ფრიდონ ინჯია მოსკოვში გაემგზავრა და პრორუს პოლიტიკოსებს ხვდება. ფოტოს ფრიდონ ინჯიასთან ერთად, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი, მამუკა ფიფია აქვეყნებს.
ფიფია, რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის ახლო მეგობარია, ის ახლად შექმნილი, პრორუსული პარტიის საერთაშორისო მდივანია. ეს პარტია 2023 წლის დეკემბერში საქართველოში დაფუძნდა და პრორუს პოლიტიკოსებს აერთიანებს.