მაჭარაშვილის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მოწინააღმდეგეები დაბოღმილები და მოღალატეები არიან

10.06.24 15:16
მაჭარაშვილის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მოწინააღმდეგეები დაბოღმილები და მოღალატეები არიან

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც ჩინეთთან სტრატეგიული პოარტნიორობას ეწინააღმდეგებიან, "დაბოღმილები" და ქვეყნის მოღალატეები არიან.  ივანიშვილის დაჯგუფების დანაყოფის წევრი ირწმუნება, რომ ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოს სარგებელს მოუტანს. ამასთან, ამჭარავილის მტკიცებით, ჩნეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

როდესაც ბოღმით ხარ სავსე, რომ ჩინეთი, რომელთანაც ამერიკას და ევროკავშირს აქვს ახლო ურთიერთობა და კიდევ ცდილობს უფრო დააახლოვოს, მათ შორის, ეკონომიკური, საქართველოს რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ იზამს მოღალატე და საქართველოს მოწინააღმდეგე. არც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არცერთ ნაწილში ჩინეთი არ უშვებს იმას და პირიქით, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ კითხვის ავტორს გადაეცით, დალიოს ნაკურთხი წყალი, - ამბობს მაჭარაშვილი.

ვიდრე საქართველოს მთავრობა ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს და მადლობებს უხდიან, ჩინელი ბიზნესმენები, ფაქტობრივად, ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევენ და საქართველოს მიტაცებულ მიწებზე მანქანათმშენებელი ქარხნის აშენების გეგმებს ალაგებენ.

უკვე მეორე დღეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რა რეაგირებას მოახდენენ ოკუპირებულ ცხინვალში ჩინელი ინვესტორების ვიზიტზე.
 

მსგავსი სიახლეები