ისინი არიან ანტიდემოკრატიული ძალა, ან ფიქრობენ, ანტიდემოკრატიულად - ევროპარლამენტარი "ოცნებაზე"
ევროპარლამენტარების პასუხი ქართულ ოცნებას - "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ევროპარლამენტში არჩევნების შედეგად, პირველ ადგილზე გასული ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერი, რასა იუკნევიჩიანე პირდაპირ ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება ან ანტიდემოკრატიული ძალაა, ან ანტიდემოკარტიულად".
მისი თქმით, მას არ უნდა, საქართველო რუსეთის ან სხვა ძალების გავლენის ქვეშ მოექცეს. რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ის ქართველი ხალხის სადარაჯოზე დგომას ისევ გააგრძელებს.
საქართველოს EPP-ში ბევრი მეგობარი ჰყავს. თქვენმა პოლიტიკოსებმა ევროპარლამენტში მეგობრები უნდა შეიძინონ, განაახლონ ძველი ურთიერთობები, რადგან ჩვენ ვიქნებით აქ, ანდრიუს კუბილიუსთან ერთად, ქართველი ხალხის სადარაჯოზე. არ უნდა იფიქროთ, რომ ვინმე ევროპარლამენტში თქვენს საქმეს გააკეთებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს დემოკრატიას, არ მინდა, რომ თქვენი რეგიონი რუსეთის ან სხვა ძალების გავლენის ქვეშ მოექცეს.
ასეთი მესიჯების გაგზავნით, როგორსაც თქვენი მმართველი პარტია გზავნის, ისინი არიან ანტიდემოკრატიული ძალა ან ფიქრობენ ანტიდემოკრატიულად. არჩევნების დასრულებიდან მალევე მმართველმა ძალამ თქვა, რომ ევროპარლამენტი მნიშვნელოვანი არ არის, მათ ესმით, რომ აუცილებელია ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში აფილირებული იყოს ევროპარლამენტის ბლოკებთან, რომელ იდეოლოგიასაც იზიარებენ მათთან, მაგრამ ვხედავ რომ ამ პარტიის ერთადერთი იდეოლოგია ძალაუფლების შენარჩუნებაა"- თქვა მან.
საქართველოს პარლამრნტის თავმჯდომარემ დღეს ევროპარლამენტი "ცრუ რეზოლუციების მიღებაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ევროპარლამენტს არ აქვს ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებაშირაიმე გადამწყვეტი როლი არ აქვს:
ევროპარლამენტს არ აქვს რაიმე გადამწყვეტი როლი ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებაში, აქიდან გამომდინარე, დიდი მნიშბნელობა ძალთა გადანაწილებას არ აქვს. ევროპარლამენტი ხშირად როგორც რუპორი ისეა გამოყენებული სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან.
ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ცრუ რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. იყო ანტიქართული განცხადებები, თავისი სულისკვეთებით და შინაარსით დეზინფორმაციული, მაგალითან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ფაქტი იყო, რომ ხშირად ლობისტების გავლით ევროპარლამენტი გამოყენებული იყო საქართველოს მიმართ ცრუ ნარატივების შესაქმნელად და დეზინფორმაციისთვის"- თქვა დღეს შალვა პაპუაშვილმა.
ისტორიული არჩევნები შედგა. ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ისევ ევროპის სახალხო პარტია იქნება. ეგზიტპოლების მიხედვით, პროევრუპული პარტიების კოალიცია უმრავლესობაში რჩება.