სანქციები კიდევ გაგრძელდება - გიგიაძე

10.06.24 17:12
სანქციები კიდევ გაგრძელდება - გიგიაძე

"ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, ძალიან რეალურად აღიქვამენ იმ საფრთხეს, რომელიც ახლა არის საქართველოში ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ისინი ხვდებიან, რომ ადამიანების ნების უგულებელყოფა ხდება ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ", - ასე ეხმაურება გიგი გიგიაძე ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას.

როგორც გიგიაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად შორდება დასავლეთს, არ უსმენს პარტნიორებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, ვარაუდობს, რომ სანქციების შემდეგი ეტაპი გარდაუვალია. 

"ხდება საქართველოს საგარეო პრიორიტეტების გადაორიენტირება და გადაყვანა დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით" - ამბობს გიგიაძე.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუბრუნდეს, პატივი სცეს ქართველი ხალხის სურვილს და ნებას, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და იყოს დასავლეთთან მაქსიმალურად მჭიდროდ დაკავშირებული.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად შორდება დასავლეთს, მაქსიმალურად შორდება მოსახლეობის სურვილსა და ხედვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება საქართველოს საგარეო პრიორიტეტების გადაორიენტირება და გადაყვანა დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ეს პროცესი გრძელდება უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, გააქტიურდა რასაკვირველია, ბოლო რამდენიმე თვის პერიოდში.

რეალურად, უკვე ეს ხელისუფლება აღარ წარმოადგენს ქართველი ხალხის სურვილს, ქართველი ხალხის პოზიციას. რეალურად, ქართული ოცნება სრულიად წინააღმდეგობაში მოდის ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან და გადაწყვეტეს, რომ მიეღოთ  შესაბამისი ზომები, რაც ვიხილეთ სანქციების მხრივ და ეს სანქციები კიდევ გაგრძელდება და ასევე, ის განცხადებები, რასაც ვისმენთ პერმანენტულად სხვადასხვა მეგობრის მხრიდან, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში,“ - ამბობს გიგი გიგიაძე.

მსგავსი სიახლეები