ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო - ინჯია 2008 წლის ომზე (ვიდეო)
ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვსტოს ომზე პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს.
"2008 წელს ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო. ეს ყველაფერი აშშ-მა გააკეთა" - თქვა ინჯიამ "პირველების" კითხვის საპასუხოდ, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ 2008 წელს რუსები საქართველოში შემოიჭრნენ და ქართველები მოკლეს.
ინჯია ღიად ამბობს, რომ რუსეთში წასვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
"ყველგან დავდივარ, სადაც სურვილი მაქვს...
დაბადების დღეზე, მუზეუმში, კარგ რესტორანში. მოვეფერეთ, (რომან ფიფიას) ცოტა დავლიეთ და დამთავრდა". - თქვა ინჯიამ პრორუს პოლიტიკოსთან, მამუკა ფიფიასთან შეხვედრის დადასტურების შემდეგ.
ფრიდონ ინჯია მოსკოვში, სავარაუდოდ, 23 მაისს, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე იმყოფებოდა და პრორუს პოლიტიკოსს შეხვდა. ფოტოს ფრიდონ ინჯიასთან ერთად, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა, მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა.
ფიფია, რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის ახლო მეგობარია, ის ახლად შექმნილი, პრორუსული პარტიის საერთაშორისო მდივანია. ეს პარტია 2023 წლის დეკემბერში საქართველოში დაფუძნდა და პრორუს პოლიტიკოსებს აერთიანებს.