დავა საპარლამენტო ხარჯების გამო - "ოცნების" ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური მანქანა ემსახურება

10.06.24 20:44
დავა საპარლამენტო ხარჯების გამო - "ოცნების" ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური მანქანა ემსახურება

"ქართული ოცნების" ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური მანქანა ემსახურება - ამას ემატება იმ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა დანიშნულებაც საკანონმდებლო ორგანოში გაურკვეველია. ოპოზიციის მწვავე კითხვებზე კი უმრავლესობა თავს იწონებდა, რომ საქართველოს ბიუჯეტი გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. თუმცა ვერ ასაბუთებენ, რაში სჭირდებათ ამდენი ხალხი, თან მაღალი ანაზღაურებით. მომავალ წელს პარლამენტი თავის თავზე 15 მილიონით მეტს დახარჯავს. ამ თანხის დიდი ნაწილი დეპუტატებისთვის გაზრდილ ხელფასებს მოხმარდება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები