რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს ნერვებმა უმტყუნა - "მონის" დაძახების გამო "ოცნებამ" ხალხის დაკავება დაიწყო
რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს ნერვებმა უმტყუნა - ხალხის რისხვის მოსმენას ვიქტორ ჯაფარიძემ ვეღარ გაუძლო და ის მოქალაქეები დააჭერინა, რომლებიც მას საჯაროდ დაუპირისპირდნენ. რუსული კანონის მიმღებ დეპუტატს ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სთხოვდნენ პასუხს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევის გამო, რისთვისაც ერთ-ერთ მოქალაქეს ჯერ პასპორტი ჩამოართვეს, მოგვიანებით კი დააკავეს.
ფორთოხლის სკანდალი ჯერ საზოგადოებას არც კი დავიწყებია, რომ ვიქტორ ჯაფარიძეს გზად კიდევ ერთი დიდი უხერხულობა წამოეწია. "უნდა იმალებოდეთ, უნდა გრცხვენოდეთ" - ეუბნებოდა დღეს აეროპორტში მოქალაქე "ოცნების დეპუტატს. რუსული კანონის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლის ყოველი დღე უკვე დიდ თავისტკივილად ექცათ. საქართველოს ინტერესების ღალატის გამო მათ პასუხს ქართველი ხალხი სთხოვს.