მძიმე წუთები საქართველოს პრემიერისთვის - რუსული კანონის მიღების შემდეგ კობახიძე ბერლინში ჩადის

10.06.24 20:00
მძიმე წუთები საქართველოს პრემიერისთვის - რუსული კანონის მიღების შემდეგ კობახიძე ბერლინში ჩადის

მძიმე წუთები საქართველოს პრემიერისთვის - როგორ აუხსნის ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებს, რომ ქვეყანამ ევროპული გზიდან გადაუხვია. რუსული კანონის მიღების შემდეგ პირველად, პრემიერი ბერლინში ჩადის. გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი - ყველა, ვინც "ოცნება" რუსული კანონის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, კობახიძეს გერმანიის დედაქალაქში დახვდება.

მანამდე კი იყო მსოფლიო ლიდერების ბოლო გაფრთხილება. ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი ივანიშვილის მთავრობას უკანასკნელ შანს აძლევენ. სანამ დრო კიდევ არის, პრეზიდენტები მოუწოდებენ "ოცნებას", მოუსმინონ ხალხს და დააბრუნონ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო გაფრთხილება დასავლეთიდან. თუმცა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად "ოცნებამ" დღეს ირაკლი ზარქუა გამოუშვა, რომელიც ბაიდენს და მაკრონს თბილისიდან თითის ქნევით ესაუბრებოდა.

რა  გეგმა აქვს ბერლინში ჩასულ კობახიძეს? იგეგმება თუ არა ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები? - ნანუკა ქაჯაია დეტალებით.

მსგავსი სიახლეები