დამოუკიდებლობის დღე ამერიკელი სამხედროების გარეშე - საქართველოს ხელისუფლება ახალ სკანდალშია

10.06.24 20:33
დამოუკიდებლობის დღე ამერიკელი სამხედროების გარეშე - საქართველოს ხელისუფლება ახალ სკანდალშია

დამოუკიდებლობის დღე ამერიკელი სამხედროების გარეშე - საქართველოს ხელისუფლება ახალ სკანდალშია. მრავალწლიანი ტრადიცია წელს დაირღვა. ამერიკამ საზეიმო აღლუმში მონაწილეობაზე უარი თქვა. შეერთებული შტატების საელჩოს დემარშის მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილია. პარტიის საპატიო თავმჯდომარის ცრუ, მტრული და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა ქვეყნის მთავარ დღესასწაულში გაუქმდა. 

ეს კი ნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხეშია. ოლიგარქის ანტიამერიკული გზავნილები რუსთაველის გამზირიდან ადრესატამდე მივიდა. შტატების საჯარო უარი, თავისუფლების მოედანზე სამხედროების გამოყვანასთან დაკავშირებით, იმის ნიშანია, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა აქტიურად დაიწყო. საელჩოს ღია განმარტება კი დასტურია, რომ "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის გამო ქვეყანას უმძიმესი ფასის გადახდა უწევს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები