რა გავლენას იქონიებს ევროპარლამენტის ახალი მოწყობა საქართველოზე?

10.06.24 20:15
რა გავლენას იქონიებს ევროპარლამენტის ახალი მოწყობა საქართველოზე?

ევროპარლამენტის ევროპული არჩევნები და "ქართული ოცნების" დიდი იმედგაცრუება - ევროკავშირის პოლიტიკა უცვლელი დარჩება. ყველაზე წარმომადგენლობითი დეპუტაცია ყველაზე დიდ პარტიას ეყოლება. ევროპის სახალხო პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატები არიან. ეს ის პარტიაა, რომლის წევრობაც "ქართულ ოცნებას" დაატოვებინეს. ოლიგარქის პარტიას მოკავშირეები ევროპარლამენტში არც ამჯერად ეყოლება. 

პრორუსი პარტიები უმცირესობაში არიან, შესაბამისად პუტინის გავლენა ევროკავშირის პოლიტიკაზე მინიმუმამდეა დასული. მართვის სადავეები ისევ იმ პარტიას უჭირავს, რომელიც ქართველი ხალხის მხარდამჭერია. ეს კი "ქართული ოცნებისთვის" დიდი თავისტკივილია. ახლა ბრიუსელში პოლიტიკური კონსულტაციები უმაღლეს თანამდებობებზეა დაწყებული. ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები და უმაღლესი კომისარი. ეს ის საკვანძო პოსტებია, რომელიც ევროგაერთიანების გაფართოებაზეა პასუხისმგებელი.

ევროპარლამენტის არჩევნები - ინა ცარციძე დეტალებით.

მსგავსი სიახლეები