ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველს რეფერენდუმის სახის არჩევანი მისცეს - ბოკუჩავა

10.06.24 21:48
ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველს რეფერენდუმის სახის არჩევანი მისცეს - ბოკუჩავა

შედგება თუ არა კოალიციური მთავრობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ ენმ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებს.

"ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველს რეფერენდუმის სახის არჩევანი მისცეს " - ამბობს ბოკუჩავა და იქვე დასძენს, რომ დროა, საზოგადოებამ არჩევანი ოკუპანტ რუსეთსა და ევროპას შორის დემოკრტიული გზით გააკეთოს.

ენმ-ის წარმომადგენელი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ პარტიული ინტერესები უკანა პლანზე გადაწიონ და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის კუთხით იმოქმედონ.

ჩემი მთავარი ფოკუსი და ამოცანა არის ოპოზიციის ერთობაზე მუშაობა, რომელსაც ჰყავს გარკვეული მოწინააღმდეგე და მომხრეები. მე ნამდვილად ვარ ერთ-ერთი მომხრე, ასევე იცით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებაც არის, რომ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე ოპოზიციამაც უნდა შეძლოს, რომ რეფერენდუმის სახის არჩევანი მისცეს ამომრჩეველს. რეფერენდუმზე არ არის დიდი არჩევანი, არამედ არის ორი არჩევანი. დღეს ნამდვილად ამ არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამ რეალობას, რომელიც მოგვცა რუსული კანონის რეინიცირებამ, ადეკვატურად ვუპასუხოთ...

მოლაპარაკებები არ დასრულება, კვლავ მიმდინარეობს. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენი მიზანია გამარჯვება. ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში, ყველამ პარტიული და პიროვნული ამბიცია გვერდზე უნდა გადადოს, მივენდოთ ქართველი ხალხის ნებას და მათგან მივიღოთ დაკვეთა, რომელიც დღეს არსებობს", - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები