ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება - ექსპრემიერის ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება - ამის შესახებ ბრალდებული ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოში გამოცხადება საკმარისი გახდა სხდომების დახურვისა!"
განჩინება, რომელიც ტოლფასია განაჩენისა! - დაწერა მან.
ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.
2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:
- „მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.
ამის პარალელურად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც საპატიმროში მასზე განხორციელებულ ზეწოლას გულისხმობს, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
"დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია" - უთხრეს "პირველებს" უწყებაში.
მსგავსი სიახლეები
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.