პაპუაშვილი დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს

11.06.24 10:15
პაპუაშვილი დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი მორიგი თავდასხმა დასავლეთზე - პარლამენტის თავმჯდომარე დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს. ვრცელ პოსტში პაპუაშვილი მედიისთვის დადგმულ სცენებს ახსენებს და ამტკიცებს, რომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. 

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ  ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ურეკავენ და ემუქრებიან. 

პაპუშვილი წერს, რომ „მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.“

„მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს "კეფაში ტყვიით" (ლევან დათუნაშვილი, "ჯემნიუსი")

- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")

- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, "გრასი" / "ფაქტჩეკი")

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები