"სტრატეგია აღმაშენებელი" ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
როგორც "სტარტეგია აღმაშენებლში" აცხადებენ, ნიკა მელიას მხარს არ დაუჭერენ და არ არის გამორიცხული, მათ საკუთარი კანდიდატი წარადგინონ. "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ რამდენიმე კანდიდატთან კონსულტაციებს მართავენ და მერობის კანდიდატს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.
თუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არის კალაძის საპირწონე, მიუხედავად პიროვნული სიმპატიებისა და პოზიტიური დამოკიდებულებისა, ეს ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა. ამ კონსულტაციებში არ მიგივიღია მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პარტიასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ალტერნატიული კანდიდატის, ან კანდიდატების შესახებ, მიახლოებით ერთ კვირაში ჩამოვყალიბდებით საბოლოო კონფიგურაციაზე, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საკუთარი კანდიდატი გვყავდეს", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.