ივანიშვილის გადარჩენის ვიზიტი - ანა ნაცვლიშვილი კობახიძეზე
უხერხული ვიზიტი - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ გერმანიაში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას.
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ მთავრობის მეთაური უცხოეთში, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვისთვის გააგზავნა ოლიგარქმა.
როგორც მინიმუმ, ეს ვიზიტი მისთვის ძალიან უხერხული იქნება. ის უნდა მივიდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც რას აღარ აბრალებს. კობახიძეს მათთან მისასვლელი პირი ნაკლებად აქვს, რადგან ყველა შეთანხმება და ყველა სიტყვა, რომელიც პარტნიორებს მისცეს, ყველა სიტყვა გატეხეს და დაარღვიეს.
ეს არის მისი მისია არა სახელმწიფოს ინტერესის წარმოჩენა ან დაცვა, მათ ხელში რა ინტერესზე საუბარი, ეს არის რიგითი ივანიშვილის გადასარჩენის მისია იმ ხალხთან, რომელთანაც გამოსაჩენი პირი კობახიძეს დიდად არ აქვს"- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.