თბილისშიც და რეგიონებშიც გვეყოლება ჩვენი კანდიდატები - პარტია "საქართველოსთვის"

21.07.21 11:35
თბილისშიც და რეგიონებშიც გვეყოლება ჩვენი კანდიდატები - პარტია "საქართველოსთვის"

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატს დააყენებს. პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის, თქმით, მათ კანდიდატები რეგიონებშიც ეყოლებათ.

როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, დეტალებს საზოგადოება მალე გაიგებს", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.