შეტყობინება სანქციებზე არავის არ მისვლია, ეს სიცრუე და აბსურდია - ტურძელაძე
"ოცნების" დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე ამტკიცებს, რომ სანქციებზე შეტყობინება მმართველი გუნდის არცერთ წევრს არ მისვლია და მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები უპრობლემოდ შევიდნენ შტატებში.
ტურძელაძე ამბობს, რომ ამერიკის სახდეპმა თვითონ უნდა დაასახელოს სახელი და გვარი დასანქცირებული პირების და დაასახელოს მიზეზიც.
დაასანქცირეს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არ ასახელებენ სახელებს და გვარებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კოლეგა ბატონი რატი იმყოფება ამერიკაში, ჩავიდა ორი დღის წინ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. თქვენ ასევე ნახეთ,რ ომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერები არიან შტატებში ღონისძიებებზე. რაც შეეხება ჩვენს სათქმელს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. სანქციებით ვერავის ვერ შეაჩერებენ.
არავის არ მისვლია შეტყობინება სანქციებზე, ეს იყო აბსურდი და სიცრუე, რომ მეილებზე მიუვიდათ შეტყობინებები. მე არ მაქვს ვიზა, მაგრამ ნახეთ ძალიან მარტივია, თვითონ ვინც აცხადებს, მან უნდა დაასახელოს სახელი და გვარი და დაასახელოს მიზეზიც ამისთვის", - ამბობს ტურძელაძე.
ცნობისთის, ამერიკული სანქციების შემდეგ, დეპუტატები პარლამენტში პირველ სესიაზე იკრიბებიან. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, ამიტომ, საინტერესოა, თუ რა იქნება დღეს მმართველი გუნდის დეპუტატების სათქმელი.