ზუკა ბერძენიშვილი თავდასხმაზე: ერთ-ერთი მეძახდა, შენ თუ თავში არ გესროლოო

11.06.24 12:23
ზუკა ბერძენიშვილი თავდასხმაზე: ერთ-ერთი მეძახდა, შენ თუ თავში არ გესროლოო

თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტზე - ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ლიკვიდაციით დაემუქრა. 

შენ თუ თავში არ გესროლოო, სამიდან ერთი მეძახდა, როცა დაგდებულს მირტყამდა. რასაც შვრებოდა, არ ყოფნიდა და ზევიდან ფანტაზირებდა.

ვაი თქვენს პატრონს, ბიჭებო. ყველა შენახული მყავართ"- დაწერა ბერძენიშვილმა. 

რამდენიმე სააათის წინ, სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნან და ფიზიკურად გაუწორდნენ. "სირცხვილიას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან მოუწყვეს. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაცია "სირცხვილია", ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 

 

მსგავსი სიახლეები