პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება

11.06.24 12:21
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა - 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა.

დეპუტატები ხანმოკლე შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ პლენარულ სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

ცნობისთვის, ამერიკული სანქციების შემდეგ, დეპუტატები პარლამენტში პირველ სესიაზე იკრიბებიან. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, ამიტომ, საინტერესოა, თუ რა იქნება დღეს მმართველი გუნდის დეპუტატების სათქმელი.

მსგავსი სიახლეები