კვორუმი ვერ შედგა - ვინ არ ესწრება პარლამენტის პლენარულ სხდომას?
ვინ არ ესწრება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც კვორუმის არარსებობის გამო ვერ იხსნება.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ვინც სხდომათა დარბაზშია, რეგისტრაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება "ქართულ ოცნების" დეპუტატებს, რამდენიმე მათგანი ქვეყანაში არ იმყოფება.
სხდომას არ ესწრებიან: ვიქტორ ჯაფარიძე, დავით სონღულაშვილი, გიორგი სოსიაშვილი, სალომე ქურასბედიანი, გიორგი ბარვენაშვილი, კახა კახიშვილი, დიმიტრი სამხარაძე.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.
აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
„ქართულმა ოცნებამ" ამერიკის სანქციების შემდგომ პირველ სესიაზე კვორუმი ვერ მოაგროვა და პარლამენტის სესია ორჯერადი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილო ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები. სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცელზე. "ქართული ოცნება" თავად არღვევს რეგლამენტს, იმიტომ რომ სიაში არსებული "ქართული ოცნების" დეპუტატები, როლებსაც თითქოს დასწრება აქვთ პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ," - განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არ ქონის გამო ვერ იხსნება. შალვა პაპაშვილმა სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ გამოცხადა, თუმცა ორჯერვე ეს მცდლეობა უშედგოდ აღმოჩნდა - კვორუმი არ შედგა. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.
ცოტა ხნის წინ, პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს.
საბოლოოდ, შალვა პაპუაშვილმა სხდომის დაწყება 3 საათამდე გადაიტანა.