პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია - ზუკა ბერძენიშვილის მამა

11.06.24 13:10
პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია - ზუკა ბერძენიშვილის მამა

სასტიკად ნაცემი აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის მამა, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი თბილისის ცენტრში მომხდარი ანგარიშსწორების უკან, შალვა პაპუაშვილის მიერ, მოძალადეების წახალისებას ხედავს: 

"ჯგრო... პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. 
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი  ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე"- წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.

ზუკა ბერძენიშვილი სასტიკად რამდენიმე საათის წინ სცემეს.

თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ზუკა ბერძენიშვილი იყო ნახსენები.