"შეიძლება ადამიანმა დაისვენა, არ შეიძლება?" - წაქაძე პარლამენტში კვორუმის არარსებობაზე

11.06.24 13:29
"შეიძლება ადამიანმა დაისვენა, არ შეიძლება?" - წაქაძე პარლამენტში კვორუმის არარსებობაზე

 

 

"შეიძლება ადამიანმა დაისვენა, არ შეიძლება?" - ასე ამართლებს "ოცნების" დეპუტატების არყოფნას პარლამენტში " ბეჟან წაქაძე.

შეიძლება ადამიანმა დაისვენა, ადამიანია და არ შეიძლება დაისვენოს? - ან დაჩაზე იყოს, ან სოფელში იყოს. მე ამ დილით ჩამოვედი, ზესტაფონში ვიყავი, ხომ შეიძლება, საცობი ყოფილიყო გზაზე და დაგვაინებოდა?" - ამბობს წაქაძე.

პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. შალვა პაპაშვილმა სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ გამოცხადა, თუმცა ორჯერვე ეს მცდლეობა უშედგოდ აღმოჩნდა - კვორუმი არ შედგა. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.

შალვა პაპუაშვილმა სხდომის დაწყება 3 საათამდე გადაიტანა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ვინც სხდომათა დარბაზშია, რეგისტრაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება "ქართულ ოცნების" დეპუტატებს, რამდენიმე მათგანი ქვეყანაში არ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები