სუსი ამტკიცებს, რომ საქართველოში უცხოური გავლენები ძლიერდება - რა წერია უწყების სკანდალურ ანგარიშში
დეზინფორმაციის 53 გვერდი - ასე აფასებს ოპოზიცია გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს. დოკუმენტი ზოგადი ფრაზებით და არანაირი კონკრეტიკა. იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის შანსს კარგავს, სუსის უფროსი საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენების გაძლიერებაზე საუბრობს. თუმცა, არაფერია ნათქვამი, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. ლილუაშვილი დოკუმენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებსაც იშველიებს, რომლებიც 2 კვირის წინ აგენტებად გამოაცხადა.
უფრო მეტ კონკრეტიკას სუსის უფროსს ხვალ მოსთხოვენ, როდესაც ვრცელი ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.