არ შეიძლება გყავდეს ხელისუფლებაში ძალა, რომელიც მოწინააღმდეგეებს ურტყამს - ყურუა
"ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ქართული ოცნება ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში - არ შეიძლება გყავდეს ხელისუფლებაში ძალა, რომელიც მოწინააღმდეგეებს ურტყამს," - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა საუბრობს.
როგორც ყურუა ამბობს, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლება ძალადობს ოპონენტებზე.
ან არ იძიებენ, ან ვერ იძიებენ. თუ ვერ იძიებენ, ასე მარტივ გამოსაძიებელ საქმეს, ათეულობით თავდასხმის ფაქტს, მაშინ გამოდის, რომ ეს ხალხი სახლებში უნდა გავუშვათ და ვინმე გონიერი და მათზე მონდომებულები უნდა მოვიყვანოთ. თუ არ იძიებენ, გამოდის, რომ ნორმალური პროკურატურა და სასამართლო გვჭირდება და ეს ადამიანები უნდა გავამწესოთ იქ, სადაც არის მათი ადგილი. საბოლოო ჯამში, ყველასთვის ნათელი და ცხადი უნდა იყო, რომ ქართული ოცნება არის ისეთი ძალა, რომელიც თავის პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდება ფიზიკურად და მნიშვნელობა არ აქვს, შენ რუსული კანონის მომხრე ხარ, პრორუსი ხარ, პროამერიკელი თუ პროიაპონელი, შენთვისაც ცხადი უნდა იყოს, რომ არ შეიძლება ასეთ ძალას გვერდით დაუდგე და არ შეეწინააღმდეგო,“ - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.