აქაც მოაბილიზეს პარტაქტივი, სავარაუდოდ, პროვოკაციის მოწყობას აპირებენ - მანაგაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე

11.06.24 22:01
აქაც მოაბილიზეს პარტაქტივი, სავარაუდოდ, პროვოკაციის მოწყობას აპირებენ - მანაგაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე

"მიმდინარეობს მსჯელობა, რა შეიძლება იყოს ახალგაზრდების სამოქმედო გეგმა პრეზიდენტთან ერთად იმისთვის, რომ ის კატასტროფა, რომლის წინაშეც ვდგავართ მთელი ქვეყანა, დასრულდეს" - ამის შესახებ ნიკო მანაგაძე საუბრობს, რომელიც პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრება.

როგორც მანაგაძე ამბობს, პრეზიდენტის შეხვედრა მნიშვნელოვანი ჟესტია.

"აქაც მოაბილიზეს პარტაქტივი, სავარაუდოდ, პროვოკაციის მოწყობას აპირებენ," - ამბობს მანაგაძე და საუბრობს ე.წ. ტიტუშკების პრეზიდენტის შეხვედრაზე მობილიზებაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჟესტი ახალგაზრდების მიმართ, რომ მან გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას ახალგაზრდების როლს მიმდინარე პროცესებში და არჩევნებამდე დარჩენილი კრიტიკული თვეების განმავლობაში და მიმდინარეობს მსჯელობა, რა შეიძლება იყოს ახალგაზრდების სამოქმედო გეგმა პრეზიდენტთან ერთად იმისთვის, რომ ის კატასტროფა, რომლის წინაშეც ვდგავართ მთელი ქვეყანა, დასრულდეს,“ - ამბობს ნიკო მანაგაძე.

მსგავსი სიახლეები