ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ეს არ ნიშნავს მიამიტობას - ზურაბიშვილი

11.06.24 22:10
ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ეს არ ნიშნავს მიამიტობას - ზურაბიშვილი

"არჩევნები და რას ვაკეთებთ თუკი გაგვიყალბებენ - თუობით ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ დღეს თუ ვემზადებით გამარჯვებისთვის, როგორც სპორტში" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტის თქმით, უმთავრესია მობილიზება, რასაც ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ვეღარ დაუპირისპირებს.

ეს როგორც სპორტში ემზადებიან ჩვენი ბიჭები ფეხბურთის შეჯიბრებებისთვის და შემდეგ ოლიმპიადისთვის, არ შეიძლება გახვიდე შეჯიბრზე და იფიქრო, როგორ დავმარცხდები და თუ დავმარცხდები, მაშინ რას ვიზამ. ეს არ არსებობს. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ეს არ ნიშნავს მიამიტობას.

არ ყოფილა არჩევნები სადაც არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი... 
მგონი, აუცილებელია, რომ ტრენინგები არსებობდეს ახალგაზრდებისთვის... 
არასამათავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ არიან გაუქმებულები და არ იქნებიან არჩევნებამდე, ჩვენი პარტნიორებიც ამაში მონაწილეობას მიიღებენ ალბათ, უნდა იყოს მობილიზაცია. არჩევნებში გამარჯვების მთავარი არის მობილიზაცია. როცა არის მობილიზაცია, იქ ეს ყველა ხერხი და ადმინისტრაციული, თუ ფულადი რესურსი არ ყოფნის," - თქვა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები