პრემიერისგან განსხვავებით, რომელიც ირჩევს, 10 კაცი დამიჯექით და დაგტუქსავთ, პრეზიდენტი ასეთ ფართო საზოგადოებას ხვდება - მაჭავარიანი
"პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, რომელიც ირჩევს, 10 კაცი დამიჯექით და დაგტუქსავთ, პრეზიდენტი ასეთ ფართო საზოგადოებას ხვდება", - ეს განცხადება ვადო მაჭავარიანმა გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრება.
როგორც ვადო მაჭავარიანი ამბობს, ე.წ. ტიტუშკები ხელისუფლებამ პრეზიდენტთან შეხვედრაზეც გაგზავნა.
დღეს ბევრი თემის განხილვა მიდის - არჩევნებზე, პრეზიდენტის არჩევნებზე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას. არის საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი, გვეუბნება, რომ მზად არის დაგვეხმაროს და ხელი შეგვიწყოს, ეს იქნება ღია კოლაბორაცია ახალგაზრდებს და პრეზიდენტს შორის და კარგი სიგნალი მოდის პრეზიდენტისგან, რომ უსმენს ყველას,“ - ამბობს ვადო მაჭავარიანი.