პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ე.წ. ტიტუშკებმა პროვოკაცია მოაწყეს
პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ე.წ. ტიტუშკებმა პროვოკაცია მოაწყეს. "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პირები სხვადასხვა სიტყვებს სკანდირებდნენ სალომე ზურაბიშვილის მისამართით.
რაზეც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ელოდა მსგავს ქმედებებს:
ველოდებოდი. ძალა ერთობაშია და არა ყვირილში," - თქვა ზურაბიშვილმა.
ერთ-ერთი, ვინც პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, გიორგი თედორაძეა, მან შეხვედრა დატოვა. ე.წ. ტიტუშკებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც პრეზიდენტს, ისე ლაზარე გრიგორიადისს.