ჩემი მშობლები არ ჩამოსულან ირანიდან იმის გამო, რომ ისევ ირანში იცხოვრონ - ფერეიდნელი ქართველი
"პირველ რიგში, ჩემი მშობლები არ ჩამოსულან ირანიდან იმის გამო, რომ ისევ ირანში იცხოვრონ. პროვოკაცია, რაც აქ მოხდა, ხდება მხოლოდ ირანში," - ამის შესახებ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა ფერეიდნელმა ახალგაზრდამ ისაუბრა.
როგორც ახალგაზრდა ამბობს, პროვოკაცია, რაც პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მოხდა, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე ახალგაზრდამ, რომლებიც "ოცნებასთან" არიან აფილირებულები, ირანისთვის არის დამახასიათებელი.
მე და თქვენ ძალიან საამაყო წარსული გვაქვს, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ იმპერიების წინაამდეგ - მე აქ, არა მხოლოდ სტუდენტი, არამედ ფერეიდნელი ქართველი ვარ. როგორც იცით, დღეს მოღალატე ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოში ქართველების დაბრუნებას. დღეს ჩვენის თანამემამულეებს ირანში არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ქართულ ენაზე, არც აქვთ შესაძლებლობა რომ ჩამოვიდნენ აქ, მიიღონ ბინადრობა და იცხოვრონ ყველა ქართველის გვერდზე, მინდა მოვისმინო მეტი თქვენგან ამის შესახებ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.